logo
ENG



"ბიჭვინთისთვის" - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

29 ივლ 202220:49
3 წუთის საკითხავი
 

"ბიჭვინთისთვის" - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა, ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან. მისი მონაწილეები „რუსეთის მხრიდან მორიგ ანექსიასა და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების დუმილს აპროტესტებენ“. მათი თქმით, ეს ღალატის ტოლფასია. ამ დრომდე თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს არცერთი საჯარო განცხადება არ მოგვისმენია და  უწყებაში ერთი ბრიფინგიც კი არ გამართულა. ერთადერთი ვინც დაგვიანებით ფაქტს - ოფიციალურად გამოეხმაურა ეს სალომე ზურაბიშვილია. "ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა", - დაწერა ტვიტერზე პრეზიდენტმა.


close დახურვა